breadcrumb

სტაჟირება

სმენის სახლში სტაჟირება საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ სმენის სირთულის მართვის სრულ პროცესს - აუდიოლოგიურ შეფასებას, სმენითი ტექნოლოგიების შერჩევასა და მორგებას, კოხლეარული იმპლანტის პროგრამირებას და სმენა-მეტყველების რეაბილიტაციას.

გაფართოებული სტაჟირების პროგრამა (3 თვე)
პროგრამა მოიცავს ჩაღრმავებულ თეორიულ ტრენინგს, ინტენსიურ კლინიკურ პრაქტიკას რეალურ კლიენტებთან, სუპერვიზიასა და უკუკავშირს, ასევე მუშაობას გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად. პროგრამა განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას სმენის ტექნოლოგიების მქონე ბავშვებთან და სურთ ძლიერი თეორიული საფუძვლისა და პრაქტიკული უნარების მიღება. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია სმენის სახლში დასაქმება.

შესავალი სტაჟირების პროგრამა (1 თვე)
 პროგრამა მოიცავს საბაზისო თეორიულ ცოდნას, დაკვირვებით მონაწილეობას თერაპიულ და საკონსულტაციო სესიებში, კლინიკური შემთხვევების განხილვას, დისკუსიასა და უკუკავშირს. განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სფეროს გაცნობა აქტიურ პრაქტიკაში ჩართვამდე.