breadcrumb

სმენის სახლი და Cochlear თანამშრომლობას იწყებენ

ჩვენს ფერად სმენის სახლს ყვითელი ფერი დაემატა: სმენის სახლი კომპანია Cochlear-თან თანამშრომლობას იწყებს.

Cochlear  1981 წელს დაარსდა, სიდნეიში, ავსტრალიაში ავსტრალიის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით.

30 წელზე მეტია, Cochlear სმენის იმპლანტირებადი ტექნოლოგიების ლიდერი მწარმოებელია, რომელიც ასოცირდება ინოვაციასთან, ხედვასთან, ხარისხთან და შეუბღალავ რეპუტაციასთან. კომპანიამ, მთელს მსოფლიოში, 600 000-ზე მეტ ადამიანს აჩუქა ბგერების სამყარო.

კომპანია აწარმოებს სამი ტიპის სმენის იმპლანტირებად ტექნოლოგიას: კოხლეარულ -Nucleus, ძვლოვან - Baha და ჰიბრიდულ სისტემებს