თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებთან
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ხელს ვუწყობთ მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას რეალურ პრაქტიკულ გარემოში.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-დან ჩვენთან პრაქტიკას გადიან ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-დან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სოციალური მუშაობის სტუდენტები.სტუდენტებს ვთავაზობთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ გამოცდილებას, სუპერვიზიასა და გუნდურ მუშაობაში ჩართვას, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ პროფესიულ კონტექსტში გადატანას.