Parents' school
მშობელთა სკოლა არის მხარდამჭერი და საგანმანათლებლო სივრცე სმენის სირთულის მქონე ბავშვების მშობლებისთვის. მისი მიზანია მშობლების გაძლიერება ცოდნითა და პრაქტიკული სტრატეგიებით, რათა მათ შეძლონ ბავშვის სმენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მშობელთა სკოლის ფარგლებში ამომწურავად განიხილება სმენის ტექნოლოგიები, რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ეფექტიანი თანამშრომლობა, ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროსა და ეტაპთან დაკავშირებული საკითხები.