Adult rehabilitation
ზრდასრულებისთვის განკუთვნილი რეაბილიტაცია ეფუძნება პიროვნებაზე ცენტრირებულ მიდგომას, რომლის საფუძველიც არის ინდივიდის საჭიროებების, ცხოვრების სტილისა და პირადი მიზნების გათვალისწინება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სმენის გაუმჯობესება, არამედ ის, თუ როგორ აისახება სმენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზე, პროფესიულ საქმიანობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.
რეაბილიტაციის პროცესი იწყება სიღრმისეული შეფასებითა და დიალოგით, რომლის ფარგლებშიც ერთობლივად განისაზღვრება მიზნები და მოლოდინები. თითოეული გეგმა ინდივიდუალურად არის მორგებული და ითვალისწინებს როგორც სმენით შესაძლებლობებს, ისე პიროვნულ რესურსებს, გამოცდილებასა და გარემო პირობებს.
ზრდასრულებთან მუშაობა მოიცავს სმენითი უნარების განვითარებას, კომუნიკაციური სტრატეგიების გაძლიერებას და სმენითი ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას. რეაბილიტაცია არის მოქნილი და დინამიკური პროცესი, რომელიც ადაპტირდება ადამიანის საჭიროებების ცვლილებასთან ერთად და მიზნად ისახავს დამოუკიდებლობის, ჩართულობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.